რესურსების მართვა

თქვენ ორგანიზაციაში არსებული რესურსების უნარებისა და შესაძლებლობების გააზრება საშუალებას მოგცემთ, რომ დააბალანსოთ მათზე მოთხოვნა და გამოიყენოთ სწორი რესურსები სწორ დროს. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ორგანიზაციის რესურსების მართვის არსებული სისტემის შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში, სტრუქტურიზაციაში და ანალიზში იმისათვის, რომ უკეთ მოახდინოთ არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში ახალი რესურსების დამატება და მათი განაწილება.

ადამიანური რესურსების უნარების იდენტიფიკაცია

პირველი ნაბიჯი არის ორგანიზაციაში უკვე არსებული უნარ-ჩვევების, როლების, პასუხისმგებლობებისა და რესურსების გამოვლენა. ამ მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ჩამოყალიბდეს რესურსების კატეგორიზაციის მარტივი სტრუქტურა, რაც საშუალებას მოგცემთ უკეთესად გაანაწილოთ რესურსები ორგანიზაციის მასშტაბით. როგორც წესი, ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული პროექტების მართვის ოფისი (PMO) და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი.

რესურსების დაგეგმვა

მას შემდეგ, რაც თქვენ ორგანიზაციაში არსებული ყველა რესურსის შესახებ ინფორმაცია იქნება სტრუქტურიზებული, დაგჭირდებათ, რომ გქონდეთ მკაფიო საერთო სურათი, რამდენად ხელმისაწვდომია ეს არსებული რესურსები ახალი პროექტებში თუ პროგრამებში ჩასართავად.   რესურსების მართვის მონაცემთა ბაზა უნდა დავაკავშიროთ პროექტების პრიორიტეტეთან;  უნდა განვსაზღვროთ პროექტებისთვის საჭირო რესურსები, მათი დატვირთვის დონის გათვალისწინებით; ასევე, გავაანალიზებთ თუ რა გავლენა და ეფექტი შეიძლება იქონიოს ამა თუ იმ რესურსის ხელმისაწვდომობზე ახალი ინიციატივების და პროექტების დაწყებამ.

ჩვენ ექსპერტ-კონსულტანტებს აქვთ გამოცდილება, რომ გააკეთონ ნებისმიერი რესურსის დანაკლისის ან ორგანიზაციაში არსებული, აღმოუჩენელი ტალანტების ანალიზი. ამ ინფორმაციის საფუძველზე შევძლებთ გაგიწიოთ შესაბამისი რეკომენდაციები (დაკონტრაქტება, აყვანა, არსებული რესურსების შესაძლებლობები და ა.შ.), რომელიც იქნება ეფექტური, ეფექტიანი და დაგიზოგავთ თანხებს, თქვენი კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებისა და ზომის გათვალისწინებით.

პროექტის მართვის ოფისის (PMO) სტრუქტურა და პერსონალი

ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი PMO-ს ზომა შეესაბამებოდეს თქვენი ორგანიზაციის პროექტების პორტფელის სიდიდეს, სირთულესა და ორგანიზაციაში არსებული პროექტის მართვის სისტემებსა თუ მეთოდოლოგიებს. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რამდენი პროექტის მენეჯერი თუ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა პერსონალი გესაჭიროებათ ორგანიზაციის მასშტაბით. ასევე, მოხდება თქვენი პროექტის მენეჯერების კომპეტენციის შეფასება, შემუშავდება პროფესიული განვითარების პროგრამები, წავახალისებთ პროექტის მენეჯმენტის კულტურის განვითარებას ორგანიზაციაში, დაგეხმარებით პროექტის მენეჯერებისა და პროექტში ჩართული პირების სამუშაოს აღწერილობების შედგენაში, გავმიჯნავთ როლებსა და პასუხისმგებლობებს.

© by PME - პროექტის მართვის ექსპერტები

  • Facebook - PME
  • LinkedIn - PME
  • Google+ - PME