პროექტის მიმოხილვა და აღდგენა

საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ორგანიზაციის პროექტების საშუალოდ 30% ჩავარდნის საშიშროების წინაშე დგას. მსგავსი კვლევა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით არ ჩატარებულა თუმცა საეჭვოა, უკეთესი მაჩვენებელი მივიღოთ.

აქედან გამომდინარე, სწრაფი ქმედებების განხორციელება არის გასაღები, რათა თავიდან იქნეს აცილებული პროექტის ხარვეზები. ამისათვის გთავაზობთ უნიკალურ პროდუქტს - თქვენი ორგანიზაციის ხარვეზიანი პროექტების აღდგენას, სწორ გზაზე დაყენებას და პროექტის დასახული მიზნების მიღწევას.

ჩვენი კომპანიის ექსპერტები მოახდენენ კონკრეტული პროექტის ამჟამინდელი მდგომარეობის მეთოდოლოგიურ და საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული სტანდარტებით განხილვას, რათა მოვახდინოთ საფრთხის ქვეშ მყოფი კომპონენტების იდენტიფიცირება. უმეტეს შემთხვევაში ეს კომპონენტები შეიძლება იყოს: პროექტის შინაარსთან (Project Scope) დაკავშირებული პრობლემები, რესურსების ხელმისაწვდომობისა და მათი მართვის საკითხები, როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრის საჭიროებები, პროექტის მონიტორინგისა და კონტროლის თემები. განხილვის პროცესის შედეგად, წარმოგიდგენთ როგორც მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას (თუ რამ გამოიწვია პროექტის არასწორად წარმართვა), ასევე გეგმას თუ როგორ წარმოგვიდგენია პროექტის გაგრძელება.

მას შემდეგ, რაც თქვენ დათანხმდებით ჩვენ მიერ შემუშავებულ გეგმას, ჩვენი ექსპერტები ან თავად შეუდგებიან პროექტის მართვას და პასუხისმგებლობას ავიღებთ პროექტის წარმატებაზე, ანაც შეგიძლიათ შეგირჩიოთ მენტორი, რომელიც დაეხმარება თქვენი პროექტის გუნდს პროექტის აღდგენის პროცესში.

პრობლემური პროექტების საერთო სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • კრიტიკული წერტილების (Milestones) ან/და შუალედური შედეგების მიღწევის პრობლემები

  • მოსალოდნელი სარგებლის ვერ მიღების მაღალი რისკი (გვეგონა ერთი და რეალურად ვიღებთ სხვას, რომელიც არ გვაკმაყოფილებს)

  • ვერ მოხერხდა რესურსების სწორად და სრულად განაწილება პროექტისთვის

  • პროექტი რეგულარულად ცდება დაგეგმილ გრაფიკს

  • პროექტის სხვა კრიტიკული და პრობლემური ტექნიკური საკითხები

ტოპ 5 ქმედება, რომელიც გამოიყენება პროექტის აღდგენის პროცესში:

  • პროექტის მონაწილეებთან (Stakeholders) კომუნიკაციის გაუმჯობესება და მათი უკეთესი მართვა

  • პროექტის გადაფასება - პროექტის შინაარსის, ვადის და ბიუჯეტის კორექტირება

  • რესურსების დამატება და/ან ჩანაცვლება

  • პროექტის მართვასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება

  • პროექტის მენეჯერის ჩანაცვლება ან პროექტზე მენტორ-კონსულტანტის მიმაგრება

© by PME - პროექტის მართვის ექსპერტები

  • Facebook - PME
  • LinkedIn - PME
  • Google+ - PME