პროექტის მენტორობა და პროექტის მართვა

თუ პრობლემები გაქვთ რომელიმე კონკრეტული პროექტის მართვის საკითხებში; თუ ხვდებით, რომ პროექტი ვერ აღწევს დასახულ მიზნებს ან ჩამორჩენა გაქვთ პროექტის გრაფიკთან ან/და ბიუჯეტთან; თუ ხვდებით, რომ ვერ იღებთ იმ პროდუქტს ან სერვისს რაც დაგეგმილი გაქვთ; თუ გრძნობთ, რომ პროექტის რისკები ძალიან გაზრდილია, მაშინ ჩვენი მენტორების დახმარებით შეძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას.

თუ რომელიმე კონკრეტული პროექტი ძალიან მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, მაგრამ ამავე დროს მოცემული პროექტი არ წარმოადგენს თქვენი ორგანიზაციის ძირითად კომპეტენციას, ანაც უბრალოდ არ გყავთ საკმარისად კვალიფიციური პროექტის მენეჯერები თქვენი ორგანიზაციის შიგნით, მაშინ ჩვენი თავისუფალი (Freelance) პროექტის მენეჯერი ჩაიბარებს და პასუხისმგებლობას აიღებს პროექტის შესრულებაზე.

პროექტის მართვის მენტორები

მენტორები თქვენი ორგანიზაციის პროექტის მენეჯერთან და პროექტის გუნდის წევრებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად (სხვადასხვა სტანდარტიზირებული საშუალებისა თუ მეთოდის გამოყენებით) იზრუნებენ მათი კომპეტენციის ამაღლებაზე, რაც პროექტის წარმატებულად დასრულების თანმიმდევრულად მოხდება. ვეცდებით, რომ პროექტის მონაწილეებისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს ახალ სტანდარტებზე, პროცესებზე და ფორმებზე გადასვლა.  ასეთი პერსონალიზირებული ცოდნის გადაცემა და მიდგომა, როდესაც მენტორი აჩვენებს მაგალითებს, კონკრეტულ პროექტში მიმართულებების მიცემა და პრაქტიკული მითითებები, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს კომპეტენციების გაუმჯობესებას, გაამარტივებს და გააადვილებს სტანდარტების დანერგვას.

როგორ და რით დაგეხმარებიან მენტორები

  • მიაწვდიან თანმიმდევრულ ინსტრუქციებს თქვენ თანამშრომლებს პროექტის მართვის პროცესის, მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. ეს დააჩქარებს ცვლილებების ეფექტურად დანერგვას პროექტის მართვის მიმართულებით, რაც დადებით გავლენას მოახდენს მთელ ორგანიზაციაზე.

  • საპილოტე პრინციპით გავუშვებთ ახალ ინიციატივებს ერთ ან მეტ პროექტის მენეჯერთან ერთად, იმისათვის რომ საუკეთესო პრაქტიკები და სტანდარტები თანმიმდევრულად დავნერგოთ პრაქტიკაში.

  • განვიხილავთ პროექტების სტატუსებს და პროექტის მენეჯერებს მივაწვდით პროექტების მართვის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ და საჭირო რეკომენდაციებს.

  • პროექტებში აღმოვაჩენთ ნეგატიური ზეგავლენის მქონე პოტენციურ რისკებს და პროექტის მენეჯერებთან ერთად შევიმუშავებთ ამ რისკების მოგვარების სტრაგეტიებს.

  • საჭიროების შემთხვევაში, პროექტის გუნდის წევრებთან ერთად განვახორციელებთ პროექტის გასაჯანსაღებლად აუცილებელ მაკორექტირებელ ქმედებებს.

  • ხელს შევუწყობთ ერთობლივი სამუშაო გარემოსა და უკეთესი კომუნიკაციის ფორმების ჩამოყალიბებას პროექტების შიგნით.

  • მოვახდენთ ტრენინგების, სემინარების, ვოქრშოფების გზით მიღებული ცოდნის დანერგვას პრაქტიკაში.

თავისუფალი (Freelance) პროექტის მენეჯერები

ორგანიზაციების უმრავლესობა, ზრდასთან ერთად ცდილობს გადავიდეს ე.წ. “ორგანიზებული ქაოსის” პერიოდიდან, უფრო ორგანიზებულ, “მდგრადი ბიზნეს პროცესების” პერიოდზე, როდესაც საჭირო ხდება ბიზნეს პროცესებისა და პროექტის მართვის სტანდარტიზება. პროექტების მზარდ რაოდენობასთან ერთად საჭირო ხდება კვალიფიციური და გამოცდილი პროექტის მენეჯერის ორგანიზაციაში არსებობა, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარი, რომ მართოს სხვადასხვა სირთულისა თუ მასშტაბის პროექტი. ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციის მენეჯმენტს ან ორგანიზაციის თანამშრომლებს არ გააჩნიათ საკმარისი დრო ან კომპეტენცია კომპლექსური პროექტების სამართავად. მოცემული პრობლების მოგვარებისთვის PME გთავაზობთ უნიკალურ - თავისუფალი (Freelance) პროექტის მენეჯერის - მომსახურებას.

როგორ და რით დაგეხმარებიან თავისუფალი პროექტის მენეჯერები

  • თქვენი საჭიროების მიხედვით შერჩეული თავისუფალი პროექტის მენეჯერი პასუხისმგებლობას აიღებს კონკრეტული პროექტის მართვაზე - პასუხისმგებლობას აიღებს ახალი პროექტის შემთხვევაში დასაწყისიდან წარმატებით დასასრულამდე, ანაც უკვე მიმდინარე პროექტის წარმატებით დასრულებამდე. ეს არ არის საკონსულტაციო მომსახურება - ეს არის კონკრეტული შედეგის დადება!

  • პროექტის და ორგანიზაციის საჭირეოებებიდან გამომდინარე, თავისუფალი პროექტის მენეჯერი პროექტის მართვას შეძლებს ან თქვენთან, ადგილზე მუშაობით, ანაც დისტანციურად. მისი სამუშაო განსაზღვრული იქნება კონკრეტული უფლება-მოვალეობებისა და მისაღები შედეგების ჩამონათვალით.

  • თავისუფალი პროექტის მენეჯერი გამოიყენებს როგორც თქვენს ორგანიზაციაში არსებულ ადამიანურ, ტექნოლოგიურ რესურსებს და იმოქმედებს თქვენ ორგანიზაციაში არსებული პროექტის მართვის სტანდარტებითა და პრაქტიკებით, ასევე თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე დაგეხმარებათ შექმნათ, გააძლიეროთ ან დააკორექტიროთ პროექტის მართვის პროცესები.

© by PME - პროექტის მართვის ექსპერტები

  • Facebook - PME
  • LinkedIn - PME
  • Google+ - PME