პროექტების მართვის ოფისის (PMO) აწყობა, მართვა და გაძლიერება

პროექტის მართვის ოფისები (PMO) უფრო და უფრო მეტად არიან ჩართულები ორგანიზაციების სტრატეგიული გადაწყვეტილებების შესრულებაში.

 

კომპანიები თანდათან უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ იმ გამოწვევებს, რომელიც პროექტის მართვის, რესურსების დაგეგმვის, რესურსების შეფასების და სხვა ბიზნეს პროცესების გამოყენებისას წარმოიშობა. კარგად მართულ PMO-ს შეუძლია ამ გამოწვევებზე პასუხის გაცემა. მოცემული პროდუქტით ჩვენ ვმუშაობთ კლიენტებთან, რომლებსაც სურთ ახალი PMO-ს აწყობა, პროექტების მართვაში დახმარება, ანაც არსებული PMO-ს ოპტიმიზაცია და გაძლიერება.

ახალი PMO-ს აწყობა

 

ახალი PMO-ს აწყობისთვის პირველი რასაც ვაკეთებთ არის, ორგანიზაციის არსებული გარემოს შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასახვა, რათა სწორად და ეფექტურად მოხდეს ორგანიზაციის კულტურის და საოპერაციო პრაქტიკის გათვალისწინება. ჩვენ ვითანამშრომლებთ თქვენთან ერთად იმისათვის, რომ მოვახდინოთ PMO-ს ფუნდამენტური ფუნქციებისა და სერვისების იდენტიფიკაცია, პრიორიტეტიზაცია და დანერგვა. ახალი PMO-ს აწყობის სერვისი მოიცავს მართვის სტანდარტების ჩამოყალიბებას, PMO-ის წესდებისა და საკომუნიკაციო გეგმის შემუშავებას, რესურსების საჭიროებებისა და ეფექტურობის გაზომვის კრიტერიუმების იდენტიფიცირებას, ახალი (PMO-თან დაკავშირებული) პროცესების სწორად დანერგვას თქვენს გარემოში და თქვენი თანამშრომლების კომპეტენციების გაუმჯობესებას სწავლებისა და მენტორობის გზით. PMO უნდა ჩამოყალიბდეს ორგანიზაციულ ერთეულად, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი პროექტების პორტფელის მართვის გაუმჯობესებას.

PMO-ს მართვის აუთსორსინგი

თუ პროექტის მართვა არ წარმოადგენს თქვენი კომპანიის ძირითად კომპეტენციას, მაშინ გთავაზობთ PMO-ს აუთსორსინგს. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად პარტნიორობის პრინციპით იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ თქვენი მიზნები და საჭიროებები და ამის მიხედვით ჩვენს თავზე ავიღოთ თქვენი PMO-ს მართვა. თქვენთან მუდმივი კომუნიკაციის საშუალებით, ორგანიზაციული ცვლილებების მართვა განხორციელდება ჩვენთან დააუთსორსებული PMO-ს საშუალებით. ეფექტურობის გაზომვის კრიტერიუმები შემუშავდება ერთობლივად და თქვენი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი მიზნების შესრულება, მუდმივად გაკონტროლდება წინასწარ შემუშავებული ერთიანი გეგმით.

არსებული PMO-ს გაძლიერება

PMO-ები თანდათანობით უფრო მეტი გამოწვევების წინაშე დგანან, რათა უფრო მეტი ღირებულება შესძინონ ორგანიზაციებს. ბიზნეს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პროექტები უნდა შესრულდეს უფრო სწრაფად და უფრო იაფად. ბიზნესს სურს მეტი გამჭვირვალობა და PMO-ს მოეთხოვება პროექტების რესურსების ოპტიმიზაცია. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ ორგანიზაციაში გაზრდილი გამოწვევების მართვაში.

თქვენი PMO-ს ახალ საფეხურზე აყვანისთვის, პირველ ეტაპზე განვიხილავთ და შევაფასებთ არსებული PMO-ს სტრუქტურას და წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, რომელიც უზრუნველყოფს მის განვითარებას. წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით მოვახდენთ საჭიროებების იდენტიფიკაციას და თქვენთან ერთად შევიმუშავებთ განვითარების გეგმას. ამ ტიპის ტრანსფორმაციის ძირითადი სარგებელი შეიძლება მოიცავდეს სტრატეგიული ხედვის გაუმჯობესებას, პროექტების მართვის კომპეტენციის უკეთეს შეფასებას, პროექტების პორტფელის რესურსების ოპტიმიზაციას, საპროექტო და საოპერაციო საქმიანობის საჭიროებების მართვის და ორგანიზაციული ცვლილებების ხელშეწყობას. გამართული PMO ეხმარება კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტს, რათა მათ უკეთესად გადაწყვიტონ სტრატეგიული საკითხები და ეფექტურად განახორციელონ ცვლილებები ორგანიზაციის მასშტაბით.

© by PME - პროექტის მართვის ექსპერტები

  • Facebook - PME
  • LinkedIn - PME
  • Google+ - PME