პროექტის მართვის მეთოდოლოგიის დანერგვა

არის თუ არა თქვენი პროექტის მართვის მეთოდოლოგია საკმარისად მოქნილი, რათა დააკმაყოფილოს ბაზარზე არსებული ბიზნეს მოთხოვნები?

მეთოდოლოგიის შემუშავება

ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული პროექტის მართვის მეთოდოლოგია და პროცესი, სადაც გათვალისწინებული იქნება თქვენი პროექტების პორტფელის ზომა, პროექტების/პროგრამების კომპლექსურობა და ხანგრძლივობა, ასევე თქვენი ამჟამინდელი საოპერაციო მდგომარეობა (ორგანიზაციული განვითარების რომელ სტადიაზე ხართ: თავად ორგანიზაცია იზრდება სწრაფად, პროექტების რიცხვი გეზრდებათ თუ ორივე ერთად). მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ სწორად გაწერილი პროცესი, რომელშიც ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება შესაბამისი ფორმები შესაბამისი საშუალებებით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თქვენი პროექტების გუნდების მიერ პროექტების წარმატებით შესრულებას. ჩვენი ექსპერტ-კონსულტანტები აღჭურვილები არიან იმ მეთოდოლოგიით, ფორმებით, შაბლონებითა და სხვა საჭირო საშუალებებით, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენთან არსებული პროცესების გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად.

მეთოდოლოგიის დანერგვა

მეთოდოლოგიის დანერგვა არ არის ერთჯერადი ძალისხმევა. მას შემდეგ, რაც შევიმუშავებთ თქვენთვის შესაბამის პროცესსა და ფორმებს, საჭიროა მათი დანერგვა. ორგანიზაციაში ახალი პროცესისა და სტანდარტების დანერგვისას არსებობს სხვადასხვა მეთოდები, როგორიცაა: ტრენინგები, სემინარები, ვორქშოფები და საქმიანი შეხვედრები. მკაცრად რეკომენდირებულია, რომ ჩვენმა სპეციალისტებმა იმუშაონ თქვენი პროექტისა და პროგრამის მენეჯერებთან ერთად და გუნდურად იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ მეთოდოლოგიის პრაქტიკული დანერგვის სისწორეში. ორგანიზაციაში კადრების ინტეგრაციისა და მოზიდვის მხარდასაჭერად, ჩვენ შეგვიძლია ორგანიზაციას დავეხმაროთ ახალი თანამშრომლებისთვის პროცესისა და მეთოდოლოგიის უკეთ გაცნობაში, რაც გაამარტივებს ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლის პროცესს.

© by PME - პროექტის მართვის ექსპერტები

  • Facebook - PME
  • LinkedIn - PME
  • Google+ - PME